ლეპტოპის ელემენტის შეცვლა
ლეპტოპის ელემენტს შეუძლია დიდი ხანი იმუშაოს, თუმცა ისიც კვდება რაღაც პერიოდის შემდეგ, ამიტომაც აიტი ექსპრესს შეუძლია შეგიცვალოთ დაზიანებული, დამჯდარი ელემენტი ნებისმიერი ტიპის ლეპტოპზე.
ლეპტოპის ელემენტის შეცვლა პროფესიონალის გარეშე რისკებთან ასოცირდება. ამიტომაც ყოველთვის აუცილებელია ლეპტოპის ელემენტის შეცვლა მოხდეს კონკრეტული სფეროს სპეციალისტის მიერ, რათა შემდგომი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული.
რა სიმპტომები ახასიათებს ცუდ ელემენტს?
- ელემენტი კვდება მას შემდეგ რაც დენის წყაროდან ხდება ლეპტოპის გათიშვა.
- ელემენტი ძალიან ხურდება.
- ელემენტი არ იტენება.
- ლეპტოპი/კომპიუტერი არ ირთვება.

როგორ უნდა მოიქცე თუ ლეპტოპის ელემენტი კვდება?
პირველ რიგში დიაგნოსტიკის ჩატარება სახლის პირობებში ძალიან რთულია, აგრეთვე უბრალოდ ახალი ელემენტის დაყენებამ შეიძლება პრობლემა არ მოაგვაროს, რადგან ლეპტოპის ელემენტის დაზიანება შესაძლებელია პროგრამული წუნი იყოს. აიტი ექსპრესის გამოცდილმა ტექნიკოსებმა კი იციან თუ როგორ ჩაუტარონ დიაგნოსტიკა ცუდ ელემენტს და მიიღონ შესაბამისი ზომები, მას შემდეგ რაც დაადგენენ ელემენტის პრობლემას.
ლეპტოპის ელემენტის შეცვლა თბილისში
ჩვენთან აიტი ექსპრესში გთავაზობთ პროფესიონალურ, სანდო და სწრაფ სერვისს მისაღებ ფასად. აიტი ექსპრესი სპეციალიზირდება კომპიუტერული სერვისების ყველა ასპექტზე და შეუძლია როგორც დიაგნოსტიკა, ისე შეკეთება ან შეცვლა კონკრეტული ლეპტოპის თუ კომპიუტერის ნებისმიერი ნაწილის.
მაკბუქის ელემენტის შეცვლა
მაკბუქის ძველ მოდელებს მარტივად ამოღებადი ელემენტები ჰქონდათ, თუმცა ახალ მოდელებს უკვე სპეციალური ელემენტები აქვთ, რომლებიც მაკბუქის გახსნასა და ელემენტის შეცვლას საჭიროებს. აგრეთვე მაკბუქის ელემენტის შეცვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სახლის პირობებში, რადგან დაზიანების ძალიან დიდი შანსი არის, რამაც სამომავლოდ შესაძლებელია როგორც ფინანსური აგრეთვე ტექნიკური ზარალი გაგიორმაგოთ. აგრეთვე სახლის პირობებში მაკბუქის ელემენტის გატესტვაც ძალიან რთულია შესაბამისი მოწყობილობების გარეშე.
მაკბუქის ელემენტის შეცვლა/შეკეთება პროფესიონალებთან
ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრებს შეუძლიათ დიაგნოსტიკა, შეკეთება, სხვადახვა პრობლემების მოგვარება, როგორებიცაა:
- MacBook Pro ელემენტის შეცვლა
- MacBook Air ელემენტის შეცვლა
- MacBook ელემენტის შეცვლა
- Powerbook ელემენტის შეცვლა
- და ბევრი სხვა
რატომ აიტი ექსპრესი?
ჩვენთან მიიღებთ მაღალ ხარისხიან, პროფესიონალურ, სწრაფ მომსახურებას მისაღებ ფასად და რაც მთავარია მიიღებთ ნებისმიერი სერვისის დიაგნოსტიკას უფასოდ, მათ შორის ელემენტის შეცვლის. ფასებს რაც შეეხება, ისევ და ისევ დამოკოდებულია კონკრეტულ მოდელზე, გამოშვების წელზე, ელემენტის ზომაზე, ამიტომაც სანამ წინასწარ ფასს მოიკითხავთ გთხოვთ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოთ თქვენი ლეპტოპის შესახებ.
ვერ მუშაობ? კომპიუტერი გიჭედავს?
ჩვენ დაგეხმარებით!
