10:00-20:00

ლეპტოპის გაწმენდა

ლეპტოპის გაწმენდა

ლეპტოპის გაწმენდა ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერისგან განსხვავებით, უფრო შრომატევადი საქმე არის.  ამ პატარა მოწყობილობაში ყოველი ნაწილი ერთმანეთთან ახლოს არის. აქედან გამომდინარე ლეპტოპების გაწმენდის პროცესი ძალიან ფრთხილი არის. დროთა განმავლობაში ლეპტოპში გროვდება მტვერი, რაც ხელს უშლის სითბოს გატარებას და შემდგომში მის გადახურებას.  თუ თქვენი ლეპტოპი გადახურებული არის, პროცესორის მუშაობის პროცესი უფრო ხმაურიანია და ის შედარებით ნელა მუშაობს. ამის ერთერთი ძირითადი მიზეზი სწორედ მისი დაბინძურებაა. ამიტომაც ჩვენი ხელოსნები მზად არიან თქვენს გამოძახებაზე მაქსიმუმ 1 საათის შიგნით გამოცხადდნენ საჭირო ადგილას და თქვენი ლეპტოპი გაწმინდონ სპეციალური ხსნარით. ის არა მხოლოდ მტვერს იღებს, არამედ ამცირებს ნაწილების დაზიანების რისკს. ლეპტოპის ქულერის მუშაობისას ყოველთვის იგრძნობთ გადახურებას, თუ გასაწმენდი არის, რადგან ასეთ შემთხვევაში მტვერი ხელს უშლის ქულერს იმუშაოს ნორმალურად.  აგრეთვე ქულერების დაზეთვა ძალიან შველის კომპიუტერს, რომ არ გადახურდეს და გაატაროს საჭირო სითბოს რაოდენობა.

 

რამდენად ხშირად გესაჭიროებათ ლეპტოპის გაწმენდა?

ლეპტოპის გაწმენდა საჭიროა წელიწადში ერთხელ საშუალოდ, იმიტომ რომ წლის განმავლობაში მისი გაგრილების სისტემა საკმაოდ ბევრ მტვერს და ნაგავს ისრუტავს. ლეპტოპის მოდელების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე გაგრილების სისტემა სხვადასხვა დონის და ხარისხის გვხვდება. დაბინძურების შემდეგ ლეპტოპის ტემპერატურა მუშაობის დროს საგრძნობლად იმატებს, რაც გამოიხატება ქულერის მაღალი ბრუნით, რაც იწვევს მომატებულ ხმას და მომხმარებელს უქმნის დისკომფორტს.

თუ ხმაურს ყურადღებას არ მივაქცევთ შეიძლება ერთ დღეს მტვრისგან გაიბიდნოს შემდგომში კი საერთოდ გაჩერდეს და შესაბამისად ლეპტოპი დარჩება გაგრილების გარეშე, რაც გამოიწვევს დაზიანებას.

გარდა ამისა, ეგრეთწოდებული თერმო პასტა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს კრისტალსა და გაგრილების ფირფიტას შორის თანდათანობით იწყებს ხმობას. ფაქტიურად ირღვევა მისი მუშა ტემპერატურის დონე, რაც იწვევს გადახურებას. გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული ნაწილის დაწვა, რაშიდაც იგულისხმება ეგრეთწოდებული ვიდეო ჩიფსეტი (GPU) და პროცესორი (CPU).

 

რჩევები პროფესიონალებისგან

ჩვენ მომხმარებელს ვურჩევთ, რომ წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ლეპტოპს პროფესიონალური სერვისი, გაიწმინდოს გაგრილების სისტემა, შეიცვალოს ეგრეთწოდებული თერმო პასტა, დაიზეთოს ქულერი და გამოიცვალოს გამაგრილებელი ბალიშები. ეს მომსახურება ჩვენთან ჯდება 30 ლარი. ფასს იმიტომ ვაკონკრეტებთ, რომ ამ სერვისის არ ჩატარების გამო დაზიანებული ლეპტოპის შეკეთება ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე ჩვენი სერვისის ფასი. ლეპტოპის გაწმენდა უბრალოდ აუცილებელი პროცესი არის იმისათვის, რომ თქვენმა კომპიუტერმა იმუშაოს გამართულად.

მოგვმართეთ ნებისმიერ დროს;  მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ახლავე:  +995 599 02 80 02

აიტი ექსპრესი გთავაზობთ ლეპტოპის გაწმენდის სერვისს თბილისის მასშტაბით, გამოიძახე ტექნიკოსი სახლში და მიიღე უმაღლესი ხარისხის სერვისი.
აიტი ექსპრესი გთავაზობთ ლეპტოპის გაწმენდის სერვისს თბილისის მასშტაბით, გამოიძახე ტექნიკოსი სახლში და მიიღე უმაღლესი ხარისხის სერვისი.
ჩვენ გავწმენდთ თქვენს ლეპტოპს და გაგიწევთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას
დაგვიკავშირდით