10:00-20:00
google+ shuts down

Google+ იხურება?

Google+ პროექტი იხურება?

Google უკვე Facebook – ის მსგავსად მორიგ სკანდალში ეხვევა, რომელიც მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაჟონვას ეხება. როგორც Techcrunch იუწყება ჰაკერებმა 496, 951 ათასი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. თითოეული მომხმარებლის პირადი ინფორმაცის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • იმეილი
  • სახელი და გვარი
  • დაბადების ადგილი
  • პროფესია
  • სქესი
  • ფოტოები
  • ადგილი სადაც უცხოვრია

Google+ – ს აღმოაჩნდა ე.წ Security Bug. კომპანიამ გადაწყვიტა ეს ინფორმაცია არ გაესაჯაროვებინა, თუმცა მოხდა აღნიშნული ინფორმაციის გაჟონვა და მივიღეთ მორიგი არეულობა და პირადი ინფორმაციის დაუცველობის მორიგი მაგალითი.  Google – მა მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა რეაგირება, რაც Wall Street Journal – მა თავის რეპორტში განაცხადა აღნიშნულის შესახებ. ამასთანავე კომპანიამ დააანონსა, რომ შემდეგი ათი თვის განმავლობაში მომხმარებლებს ექნებათ საშუალება წაშალონ თავიანთი პირადი ინფორმაცია Google+ – დან.  Theverge – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გუგლ+ მომხმარებლებისთვის დაიხურება.

Google+ – ის სესიების  90% 5 წამზე ნაკლები იყო

გუგლი აღიარებს, რომ მათ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ და მათი დეველოპერები მუშაობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი მაინც არ ჰქონიათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაგი რომელიც აღმოაჩინეს 2015 წელს დღემდე არ იყო გამოსწორებული.

GDPR რეგულაცია

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როდესაც ევროპაში General Data Protection Regulation ამუშავდა 2018 წლის მაისში. როგორც ცნობილი გამოცემები ვარაუდობენ,  გუგლს მთელი წლიური მოგების 2 პროცენტს ჩამოაჭრიან ჯარიმის სახით. ამასთანავე კომპანიას მოუწევს სხვადასხვა სასამართლო პროცესებში ჩართვა და თავის დაცვა.

ალბათ ყველას გახსოვთ სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი აღნიშნული სკანდალი ფეისბუქთან დაკავშირებით, როდესაც ჰაკერებმა 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. ფეისბუქმა, აღნიშნული ფაქტი უმალვე გამოიტანა საჯაროდ და განაცხადა ამის შესახებ, თუმცა გუგლში იცოდნენ რა თავიანთი ბაგის შესახებ 2015 წლიდან, მაინც არ განაცხადეს აღნიშნულის შესახებ მანამ სანამ ამბავი რეალურად არ გასკდა.  ასეთი ფიასკო ისეთი კომპანიისთვის, როგორც გუგლი არის ძალიან საშიშია.

 

Leave a Reply

დაგვიკავშირდით